четверг, 13 апреля 2017 г.


პროექტის სახელწოდება  "რელიგიური მიმდინარეობები საქართველოში"
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები არ იცნობენ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა
ეროვნების ხალხთა რელიგიებს.ქვეყანაში დგას პრობლემა რელიგიური ტოლერანტიზმის არ არსებობისა..ტოლერანტიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. „ტოლერანტიზმი ესაა, თავისუფლება მრავალფეროვნებაში“. ეს არის ადამიანის შესაძლებლობა ,აღიაროს, პატივი სცეს სხვა ადამიანის რწმენასა და ღირებულებებს. ტოლერანტობიდან დისკრიმინაციამდე ხშირად მხოლოდ ერთი ნაბიჯია.
 პოექტის მიზნები:  მოსწავლეები მოიძიებენ  იმ ძირითადი ოთხი რელიგიის ამსახველ  მასალებს,რომელი კონფესიის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში,გაეცნობიან ამ კონფესიათა რელიგიურ რიტუალებს,მათი რელიგიების თავისებურებებს,გახდებიან უფრო ტოლერანტულები სხვა რელიგიების მიმართ.
პროექტის ხანგრძლივობა: სამი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები:შეიქმნება სლაიდ-შოუ,კედლის გაზეთი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი,პროექტორი.
 პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები დაიყოფიან 4 ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება ,მოიძიონ ინფორმაცია ოთხ ძირითად რელიგიაზე,ჯგუფებში ამზადებენ სლაიდ-შოუს,კედლის გაზეთებს და ფინალში აკეთებენ პრეზენტაციას.
 საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი):
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.


·  პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
·         იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები);
მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან .·         ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.
პროექტის ხელმძღვანელი:მანანა ინაური
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: inauri57@gmail.com